Accentnews.ge
ევროპაში AstraZeneca-ს ვაქცინა შესაძლოა, მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში არ გამოიყენონ

ევროპაში AstraZeneca-ს ვაქცინა შესაძლოა, მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში არ გამოიყენონ

27/01/2021 11:01:43 მსოფლიო

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) ხელმძღვანელის ემბერ ქუქის თქმით, შესაძლოა, ევროპაში AstraZeneca-ს ვაქცინა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის იყოს დაშვებული, რადგან არ არსებობს საკმარისი მონაცემები, თუ რამდენად ეფექტიანად იცავს ეს ვაქცინა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს.

„გარდიანის“ ცნობით, მოსალოდნელია, რომ სააგენტო AstraZeneca-ს ვაქცინას ავტორიზაციას ამ კვირის ბოლოს მიანიჭებს.

ემბერ ქუქმა ევროპარლამენტს განუცხადა, რომ EMA სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში აღნიშნული ვაქცინის შედეგებს სწავლობს.

AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიომ განაცხადა, რომ მათ “შეზღუდული რაოდენობის მონაცემები” აქვთ მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინის მოქმედების შესახებ, თუმცა ამჟამამინდელი ინფორმაციით, ვაქცინამ მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში “ძალიან ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა ვირუსის წინააღმდეგ, ისეთივე როგორიც ახალგაზრდებშია”.

გამოცემის ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საკვებისა და წამლების ადმინისტრაციას AstraZeneca-ს ვაქცინისთვის ლიცენზია ამ დრომდე არ დაუმტკიცებია, რადგან 300 ათასი ადამიანის მონაწილეობით მიმდინარე ცდების შედეგებს ელოდებიან.

აღნიშნული ცდების მიზანია, პასუხი გასცეს შეკითხვას, თუ როგორ მოქმდებეს ვაქცინა ადამიანების სხვადასხვა ჯგუფებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S