Accentnews.ge
„ეფესბე“ გელენჯიკის არასაფრენი ზონის გამოცხადებას ნატოს– აქტიურობით ხსნის

„ეფესბე“ გელენჯიკის არასაფრენი ზონის გამოცხადებას ნატოს– აქტიურობით ხსნის

27/01/2021 09:25:35 მსოფლიო

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გელენჯიკში მდებარე სასახლის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების მიზეზად „მეზობელი ქვეყნების, მათ შორის ნატო-ში შემავალი სახელმწიფოების მხრიდან სადაზვერვო საქმიანობის გააქტიურება“ დაასახელა,– იუწყება „მედუზა“.

როგორც „ეფესბე“ აცხადებს, იდოკოპასის კონცხის თავზე არასაფრენი ზონა 2020 წლის 24 ივლისიდან გამოცხადდა.

ცნობისთვის: „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, გელენჯიკის მახლობლად მდებარე „სასახლე“, რომელიც ჰექტრობით ტერიტორიას მოიცავს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის.

გამოძიების მიხედვით, ტერიტორიის მოწყობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მითვისებული თანხებით დაფინანსდა.

უსაფრთხოებაზე რუსეთის ფედერალრი სამსახური ზრუნავს და ტერიტორიასთან მიახლოება როგორც ხმელეთით, ისე ზღვითა და საჰაერო გზით აკრძალულია. ამის დასტურად ფილმში ჟურნალისტისა და რუსეთის ფედერალრი სამსახურის წარმომადგენლის კომუნიკაციაცაა წარმოდგენილი, რომელსაც ჟურნალისტი მოგზაურად გაეცნო.

ფილმი ინტერნეტში 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

თავად პუტინმა სასახლესთან კავშირი უარყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S