ფარმაცეფტმა აღიარა, რომ ვაქცინა განზრახ დააზიანა
27/01/2021 09:09:07 მსოფლიო
ფარმაცეფტმა სტივენ ბრანდენბურგმა აღიარა, რომ ვაქცინა განზრახ დააზიანა, ვინიადან ფიქრობდა, რომ ის ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. საბარია გასული წლის დეკემბერში უისკონსინის შტატში მომხდარ ინციდენტზე. 46 წლის სტივენ ბრანდენბურგს ბრალად ედებოდა კომპანია „მოდერნას“ მიერ წარმოებული ვაქცინის 570 დოზის შენახვის პირობების დარღვევა.
როგორც ფარმაცევტმა ბრალის აღიარებისას განმარტა, ის არაერთი კონსპირაციული თეორიის ზეგავლენის ქვეშ მოექცა და მისი ქმედებაც აღნიშნულით იყო განპირობებული.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ფარმაცევტმა „მოდერნას“ ვაქცინები მაცივრიდან განზრახ ამოიღო. გაირკვა, რომ დაზიანებული ვაქცინით 57 პირი აცრეს.


