უკრაინის დაზვერვა: „პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და რუსეთში ძალაუფლების გადაცემის პროცესი დაიწყო“
27/01/2021 08:06:56 მსოფლიო
უკრაინის საგარეო დაზვერვის ინფორმაციით, კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და რუსეთში ძალაუფლების გადაცემის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის დაზვერვის სამსახურის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პირველი საინფორმაციო ბიულეტენში – „თეთრი წიგნი“.
დოკუმენტის თანახმად, პუტინის ჯანმრთელობის პრობლემები სულ უფრო აშკარა ხდება და მისთვის სახელმწიფოს მეთაურის საჯარო ფუნქციების ფიზიკური შესრულება მისთვის შესამჩნევ სირთულეს წარმოადგენს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ძირითადი სცენარი ითვალისწინებს რუსეთში „პუტინიზმის“ სახელმწიფო მოდელის შენარჩუნებას პუტინთან ერთად ან მის გარეშე.
დოკუმეტში ასევე საუბარია კრემლის სტრატეგიულ მიზნებზე და მათ შორისაა, უკრაინის ან მისი ნაწილის ინტეგრაცია ერთგვარ სუპერსახელმწიფოებრივ პროექტში მოსკოვის ეგიდით და ამისათვის რუსეთის ფედერაციამ არ უნდა დაუშვას უკრაინის ეკონომიკური განვითარების ტემპის, მისი მოსახლეობის ხარისხის და ცხოვრების დონის ზრდა.


