Accentnews.ge
ხელოვნური სუნთქვის აპარატი 177 კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტს დასჭირდა

ხელოვნური სუნთქვის აპარატი 177 კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტს დასჭირდა

27/01/2021 07:03:00 საზოგადოება

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 742 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში დადასტურდა. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 340 შემთხვევა,

აჭარა – 33,

იმერეთი – 89,

ქვემო ქართლი – 31,

შიდა ქართლი – 49,

გურია – 21,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70,

კახეთი – 75,

მცხეთა-მთიანეთი – 20,

სამცხე-ჯავახეთი -12,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 903, საიდანაც: 2 842 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 395, აჭარაში – 214, იმერეთში – 564.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 670 პირი, მათ შორის, თბილისში – 310, აჭარაში – 48, იმერეთში – 173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში – 134, აჭარაში- 1, იმერეთში – 20.

347 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 174 – თბილისში, 121 – აჭარაში, 15 – იმერეთში.

3 714 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 497 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 204, აჭარაში – 90, ხოლო იმერეთში – 9.

სულ 6 ოქტომბრიდან – 26 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 000 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 915 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 231 პირი, აჭარაში – 887, იმერეთში – 1 689.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S