Accentnews.ge
იაპონიის პრემიერმა თანაგუნდელების გამო ბოდიში მოიხადა

იაპონიის პრემიერმა თანაგუნდელების გამო ბოდიში მოიხადა

27/01/2021 05:48:22 მსოფლიო

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ მმართველი გუნდის წევრები ღამის კლუბში იყვნენ,- წერს "როიტერი".

„ვწუხვარ, რომ ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ჩვენ ადამიანებს მოვუწოდებთ, რვა საათის შემდეგ თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან“, – განაცხადა სუგამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

რამდნიმე იაპონურმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის წევრები რამდენიმე ღამის კლუბში იმყოფებოდნენ. ფაქტს თავად მაღალჩინოსნებიც არ უარყოფენ და ისინი საზოგადოებას ბოდიშს უხდიან.

„იმ დროს, როდესაც ხალხს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, ჩემი ქცევა უპასუხისმგებლო იყო“, – განაცხდა ჯუნ მატსუმოტომ, რომელიც იაპონური მედიის ინფორმაციით, ორ ღამის კლუბს სტუმრობდა.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტოკიოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქალაქში რესტორნები და ბარები რვა საათზე იკეტება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S