სენატმა ენტონი ბლინკენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა
26/01/2021 20:40:01 მსოფლიო
აშშ-ის სენატმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი დიპლომატი ენტონი ბლინკენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა. მისმა კანდიდატურამ 100-კაციან სენატში ორივე პარტიის წარმომადგენელთა მხარდაჭერა მოიპოვა.
იგი სახელმწიფო მდივნის პოსტზე შეცვლის მაიკ პომპეოს.
ბლინკენი, დიდი ხანია, აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენის ნდობით აღჭურვილი პირია, რადგან მათ ახლო თანამშრომლობა უწევდათ 2002-2008 წლებში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში და შემდეგაც, ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს, ობამას ადმინისტრაციაში, როცა მომავალი სახელმწიფო მდივანი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი იყო.


