საფრანგეთში შინ დამზადებული პირბადის ტარება იკრძალება
26/01/2021 17:10:20 მსოფლიო
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შინ დამზადებული პირბადის ტარება აიკრძალება.
განიმარტა, რომ მსგავსი ნიღბები ვირუსის ახალი სახეობის წინააღმდეგ მოსახლეობას ვერ იცავს.
მოსახლეობას მხოლოდ სამი სახის ნიღბის ტარების რეკომენდაცია ეძლევა: FFP2 ტიპის ნიღაბი, ქირურგიული და სპეციალური ქსოვილისგან დამზადებული ნიღაბი, რომელსაც რამდენიმე ფაზიანი დაცვა აქვს.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ შესაბამისი განკარგულება ჯანდაცვის ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.


