იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
26/01/2021 14:57:23 მსოფლიო
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგა, რაც ქვეყნის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას ხელ-ფეხს უხსნის, დაიწყოს ინტენსიური კონსულტაციები იტალიაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად.
ძირითადი პოლიტიკური ძალების ლიდერებთან კონსულტაციების დასრულებისა და ახალი მთავრობის ფორმირებამდე, მატარელამ სთხოვა კონტეს, დროებით შეასრულოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობა.
„როიტერსის“ ცნობით, გასულ კვირას ჯუზეპე კონტეს უნდობლობა გამოუცხადა იტალიის სენატმა მას შემდეგ, რაც მთავრობის შემადგენლობა დატოვა საპარლამენტო კოალიციაში შემავალმა პარტია „Italia Viva“-მ, რომელსაც სათავეში უდგას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მატეო რენცი.კოალიციური პარტნიორების უთანხმოების მიზეზი გახდა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი და ეკონომიკური რეცესია.
პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე მეორედ ტოვებს პრემიერ-მინისტრის პოსტს. იგი 2019 წლის აგვისტოშიც გადადგა იმხანად კოალიციურ მთავრობაში შემავალი ორი პოლიტიკური სუბიექტის, მატეო სალვინის პარტია „ლიგასა“ და „ხუთი ვარსკვლავის“ მოძრაობას შორის მომხდარი განხეთქილების გამო.


