Accentnews.ge
რაზე ისაუბრეს ზარიფმა და ლავროვმა – შეხვედრა მოსკოვში შედგა

რაზე ისაუბრეს ზარიფმა და ლავროვმა – შეხვედრა მოსკოვში შედგა

26/01/2021 14:52:34 მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი მოსკოვში თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დახურულ კარს მიღმა ლავროვმა და ზარიფმა იმსჯელეს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილი საერთაშორისო ვითარებასა და სპარსეთის ყურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას წარმოადგენს ირანის ბირთვული პროგრამის მოწესრიგების თაობაზე მიღწეული „მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის“ (JCPOA) გადარჩენა. რუსეთი და ირანი გულწრფელად არიან დაინტერსებული, რომ JCPOA-ს შეთანხმებაზე ხელმომწერი ყველა მხარე დაუბრუნდეს აღებული ვალდებულების შესრულებას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა ორმხრივი მოლაპარაკების დაწყებამდე.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთს "სტრატეგიული პარტნიორი“ უწოდა და აღნიშნა, რომ აპირებს, მოსკოვში ასევე ისაუბროს მთიანი ყარაბაღის კრიზისისა და საომარი მოქმედებების შემდეგ რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

„რუსეთის ფედერაციისა და ბატონ პუტინის ძალისხმევით ეს ომი დასრულდა, მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები, რომელთა რეალიზება, ჩვენი აზრით, ორმხრივად სასარგებლოა, განსაკუთრებით ტრანზიტის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა ზარიფმა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი 25 იანვარს ჩავიდა ბაქოში, სადაც ის შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. 26 იანვარს რუსეთში გაემგზავრა. რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჯავად ზარიფი რუსეთიდან 27 იანვარს საქართველოს ეწვევა, შემდეგ ჩავა სომხეთში და თურქეთში.

იხილეთ ასევე: რა მიზნით ჩამოდის თბილისში ზარიფი და რა უნდა აშფოთებდეს საქართველოს? - ირანელი ექსპერტის ანალიზი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S