რა შედეგები აჩვენა ტაქსის მძოლების, მოვაჭრეების და სასულიერო პირების ტესტირებამ
26/01/2021 09:10:46 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიზნობრივ ჯგუფებში კორონავირუსზე ტექტირება კვლავ გრძელდება. ამ დროისთვის 12 000–მდე ტაქსის მძღოლია გატესტილი და მათგან კორონავირუსი 0,6%–ს დაუდასტურდა.
მისივე ცნობით, 7000–მდე ბაზრის მოვაჭრის ტესტირებისას კოვიდ–ინფიცირება 0,8%–ის შემთხვევაში დადასტურდა.
რაც შეეხებათ რელიგიის მსახურებს სხვადასხვა კომფესიიდან, ტესტი ჩაუტარდა 5 400–მდე მათგანს და 1,4%–ში ინფექცია გამოვლინდა.


