Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 202 თბილისზე მოდის

კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 202 თბილისზე მოდის

26/01/2021 07:01:16 საზოგადოება

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში დადასტურდა. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა,

აჭარა - 23,

იმერეთი - 202,

ქვემო ქართლი - 49,

შიდა ქართლი - 79,

გურია - 17,

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 98,

კახეთი - 69,

მცხეთა-მთიანეთი - 22,

სამცხე-ჯავახეთი -15,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 254, საიდანაც: 3 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 545, აჭარაში - 219, იმერეთში - 605.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი, მათ შორის, თბილისში - 306, აჭარაში - 51, იმერეთში - 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან თბილისში - 144, აჭარაში- 1, იმერეთში - 23.

353 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 178 - თბილისში, 118 - აჭარაში, 18 - იმერეთში. 3 832 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 490 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 189, აჭარაში - 98, ხოლო იმერეთში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 25 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 977 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 801 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 135 პირი, აჭარაში - 979, იმერეთში - 1 694.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S