ტრამპის იმპიჩმენტის საქმე სენატს გადაეცა
26/01/2021 06:20:47 მსოფლიო
დემოკრატებმა აშშ-ის სენატში ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია შეიტანეს. პროცესი 8 თებერვალს დაიწყება და სასამართლო განხილვის ფორმატში წარიმართება.
სენატმა ტრამპის ბრალეულობა უნდა განსაზღვროს „ამბოხის წახალისებაში“. ტრამპის დამნაშავედ ცნობისთვის სენატორთა ორი-მესამედის ხმაა საჭირო. ეს გულისხმობს, რომ სულ მცირე, 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმა უნდა მისცეს ხმა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.
მანამდე ტრამპს იმპიჩმენტი წარმომადგენელთა პალატამ გამოუცხადა. 13 იანვარს გამართული კენჭისყრის შედეგად, იმპიჩმენტს მხარი 232-მა კონგრესმენმა 197-ის წინააღმდეგ დაუჭირა. დონალდ ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.
სენატის მიერ ყოფილი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შემთხვევაში, დონალდ ტრამპს უფლებამოსილება შეეზღუდება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში ან დაიკავოს რომელიმე საჯარო თანამდებობა.


