ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ჯანეტ იელენი დაამტკიცეს
26/01/2021 06:18:17 მსოფლიო
აშშ-ის სენატმა ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ჯანეტ იელენის კანდიდატურა დაამტკიცა. ის პირველი ქალი იქნება ამ პოსტზე.
იელენი 2014-2018 წლებში აშშ-ის ცენტრალურ ბანკს ხელმძღვანელობდა. ის ასევე პასუხისმგებელი იქნება ეკონომიკურ საკითხებში პანდემიაზე რეაგირების მექანიზმის მართვაზე.


