Accentnews.ge
კორონავირუსის ახალი შტამების გამო განგაში ძლიერდება

კორონავირუსის ახალი შტამების გამო განგაში ძლიერდება

26/01/2021 06:04:25 მსოფლიო

კორონავირუსის ახალი ტიპის გადამდები შტამების დიდი რაოდენობის და მათი გავრცელების შესაძლებლობის გამო განგაში ძლიერდება: სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შტამი განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს მას მერე, რაც მისი ანტისხეულების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ახლა არსებული ვაქცინების ეფექტიანობა შეიძლება, მცირე აღმოჩნდეს.

სამხრეთ აფრიკულ ვარიანტთან ერთად გამოვლენილია ბრიტანული და ბრაზილიური ვარიანტებიც.

ბრიტანელმა მკვლევრების ცნობით, არის იმის დასტური, რომ ეს ვარიანტი არა მხოლოდ კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფ ზრდას და კლინიკების გადატვირთვას იწვევს, არამედ, შეილება, უფრო მომაკვდინებელიც იყოს, ვიდრე ვირუსის თავდაპირველი ვარიანტი. ამის შესახებ მოსახლეობა ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმაც გააფრთხილა.

აშშ-ის წამყვანმა ექსპერტმა ინფექციური დაავადებების სფეროში ენტონი ფაუჩმა სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს უწოდა, „განსხვავებული და უფრო საშიში, ვიდრე ბრიტანული“. ფაუჩიმ თქვა, რომ ამასთან, საქმე გვაქვს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობის „ნაკლებ, ზომიერ შემცირებასთან ვირუსის ორი ვარიანტის მიმართ, მაგრამ ისინი მაინც ითვლება „ეფექტიანად ბრიტანული და სამხრეთაფრიკული შტამებს მიმართ“.

თავის მხრივ „მოდერნამ“ 25 იანვარს განაცხადა, რომ თავისი ვაქცინა, რომელიც მათ შორის აშშ-ში და ევროპაში აღიარებულია, იმუნურ პასუხს იძლევა იმ ვარიანტების მიმართაც, რომლებიც პირველად აღმოაჩინეს დიდი ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში.

თუმცა, წინასწარმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა ისიც, რომ მის ვაქცინას უფრო სუსტ იმუნური პასუხი აქვს სამხრეთ აფრიკული ვარიანტის შემთხვევაში. „მოდერნა“ აცხადებს, რომ მართალია, დაცვის დონე შენარჩუნებულია, ის მაინც იწყებს ახალ ვაქცინაზე მუშაობას, რომელიც უნდა შეებრძოლოს ახალ შტამს –B.1.351–ს.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულმა რაოდენობამ 100-ს მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S