Accentnews.ge
GDI-ს ედუარდ მარიკაშვილი უხელმძღვანელებს

GDI-ს ედუარდ მარიკაშვილი უხელმძღვანელებს

26/01/2021 05:29:01 საზოგადოება

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) ახალი თავმჯდომარე იურისტი ედუარდ მარიკაშვილი იქნება.

ინფორმაციას ორგანიზაციის უკვე ყოფილი თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ავრცელებს, რომელიც თანამდებობას 2 ვადით იკავებდა.

"გამგეობის გადაწყვეტილებით ორგანიზაციას ხვალიდან ახალი, რიგით მესამე თავმჯდომარე - ედუარდ მარიკაშვილი ეყოლება, რომელიც წლებია აქტიურად იბრძვის საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გასაძლიერებლად. ღრმად ვარ დარწმუნებული, მისი ლიდერობით ორგანიზაცია კიდევ უფრო წინ წაიწევს და მნიშვნელოვან კვალს დაამჩნევს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს", - წერს მშვენიერაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S