Accentnews.ge
„მომატყუეს“ – ქალი, რომელსაც ომონი წიხლით გაუსწორდა

„მომატყუეს“ – ქალი, რომელსაც ომონი წიხლით გაუსწორდა

25/01/2021 19:18:00 მსოფლიო

23 იანვარს პეტერბურგში გამართულ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე ომონის თანამშრომელმა მუცელში წიხლი უთავაზა ქალს, რომელიც დაინტერესდა, რატომ დააკავეს დემონსტრანტი. მარგარიტა იუდინა დარტყმის შედეგად ასფალტზე დაეცა, თავი დაარტყა და გონება დაკარგა. ქალი ტვინის საშუალო სიმძიმის შერყევის დიაგნოზით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მეორე დღეს ომონის თანამშრომელი კლინიკაში მივიდა დაზარალებულთან და ბოდიში მოხადა და საკუთარი ქცევა შლემის დაკარგვითა და არეულობით ახსნა, თუმცა ინციდენტის დროს ის შლემით აღჭურვილი იყო. თავად დაზარალებლმა კი განაცხადა, რომ აპატია მოძალადეს.

მოგვიანებით ქალმა „დოჟდთან“ პატიების შესახებ საკუთარი განცხადება შოკური მდგომარეობით ახსნა.

მისი თქმით, ძალოვანი უწყებიდან არწმუნებდნენ, რომ ეპატიებინა თავდამსხმელისთვის და მის ქცევას „წიწაკის სპრეით“ მიღებული დაზიანებებით ხსნიდნენ. მოგვაინებით ქალმა გაიხსენა, რომ მსგავს ნივთიერებას მომიტინგეები არ იყენებდნენ.

„როდესაც მდგომარეობიდან გამოვედი და მომხდარის სურათი აღვიდგინე, მივხვდი, რომ მომატყუეს: მომიტინგეები არაფერს იყენებდნენ, რომც გამოეყენებინათ, პოლიციელები აღჭურვილნი იყვნენ და მხოლოდ გარემოცვას დააზიანებდნენ, მეორეც – დაიჭერდნენ სუყველას. მახსოვს, რომ ადამიანები წინააღმდეგობას არ უწევდნენ მილიციას, უბრალოდ იდგნენ და ერთ–ერთს დაავლეს ხელი. რომ ვიკითხე, სად მიჰყავდათ, მაშინ მეცა ერთ–ერთი ომონელი“,– ყვება ქალი.

დაზარალებული აღნიშნავს, რომ ტრავმატოლოგიურში მიღებისთანავე ვალდებულნი არიან, საგამოძიებო უწყება გამოიძახონ დაზალებულთან საგამოძიებო მოქმედებებისთვის, თუმცა მის შემთხვევაში ასე არ მომხდარა: ძალოვანები მხოლოდ ბოდიშის მოხდით შემოიფარგლნენ.

ამასთან, ქალი ამბობს, რომ ჰოსპიტალში მისი მდგომარეობა ჯერ მძიმედ შეფასდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებლი, მედიის ინტერესის შემდეგ მდგომარეობის სიმძიმე საშუალოთი შეცვალეს, გაწერისას კი სამედიცინო ბარათში მხოლოდ მცირე სისხლჩაქცევები მიუთითეს.

როგორც დაზარალებული აღნიშნავს, მას ინსულტი აქვს გადატანილი და შიშობდა, რომ დარტყმის შედეგად მიღებულ ტრავმას ვერ გადაიტანდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S