უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – ნავალნიზე: „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია“
25/01/2021 14:25:39 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავანლნის გათავისფლების მოთხოვნას, ასევე გმობს რუსეთში მშვიდობიანი დემონტრანტებზე განხორციელებულ ძალადობას.
ნავალნისთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო პოლიტიკური უწყების პოზიცია დიმიტრი უკლებამ შემდეგი ანდაზით განმარტა – „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია“.
მინისტრის განცხადებით, ნავალნი პუტინის მტრად ითვლება, ამიტომ, ის მხარს უჭერს მის გათავისუფლებას და ყველა ადამიანის, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან.
მისივე თქმით, 23 იანვარს ხალხი ქუჩაში არა იმდენად ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გავიდა ქუჩაში, რამდენადაც საკუთარი ოჯახების დაცვის მიზანით.
ნავალნის ფიგურა უკრაინაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. კომენტატორების ნაწილი ოპოზიციონერის მიერ ანექსირებულ ყირიმთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას იხსენებს. კერძოდ, ერთ–ერთ ძველ ინტერვიუში ნავალნიმ განაცხადა, რომ „ყირიმი ბუტერბროტი არაა“ და რომ „ის რუსეთის ნაწილად დარჩება და არასდროს გახდება უკრაინის ნაწილი“.
„ბუტერბროტის დაბრუნება მოუწევს, თან კარგ მდგომარეობაში. გარდა ამისა, თუ ოდესმე დემოკრატიული გზით ნავალნი მოექცევა რუსეთის ხელისუფლებაში, ან დაიკავებს რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობას, ბოდიშის მოხდაც მოუწევს“,– განაცხადა თემის კომენტირებისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
23 იანვარს ნავალნის მხარდამჭერი აქცია კიევშიც გაიმართა. მათ თავს დაესხა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მოტივაციად ნავალნის მიერ გაკეთებულ განცხადებას ასახელებდნენ. ისინი უცენზურო სიტყვებს სკანდირებდნენ როგორც ნავალნის, ისე პუტინის მისამართით.
ცნობისთვის: წარსულში ქართველებისა და 2008 წლის აგვისტოს ომთან მიმართებაში დაფიქსირებული პოზიციის გამო ნავალნი საქართველოშიც გააკრიტიკეს. მოგვიანებით მან ფორმულირებისთვის ბოდიში მოიხადა.


