თურქეთში რუსეთის მოქალაქეები დაჭრეს
25/01/2021 13:39:31 მსოფლიო
თურქეთში, სტამბულში დანით შეიარაღებლი პირი რუსეთის სამ მოქალაქეს დაესხა თავს,– იუწყება „რია ნოვისტი“ პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით.
„დაჭრილები არიან, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ“,– აცხადებს სააგენტოს წყარო.
სავარაუდო თავდამსხმელი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, რომელსაც ეძებენ.
დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.


