პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა
25/01/2021 07:59:33 მსოფლიო
პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, მარსელო რებელუ დე სოუზამ გაიმარჯვა.
ის ქვეყნის სათავეში მეორე ვადით ბრუნდება.მარსელო რებელუ დე სოუზამ ხმების 61 პროცენტი დააგროვა და ახლა ის ქვეყნის მართვას 5 წლის განმავლობაში შეძლებს.
არჩევნები კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჩატარდა.
სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნებზე აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო და 40-% ზე ნაკლები შეადგინა. არჩევნებზე ამომრჩეველთა უპრეცედენტოდ დაბალ აქტივობას პორტუგალიაში კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებენ.
შეზღუდვების მიუხედავად, არჩევნები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ქვეყანაში ამ დრომდე კორონავირუსის შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვლინდება.


