მძიმეა 706 კოვიდ–ინფიცირებულის მდგომარეობა
25/01/2021 06:59:21 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში დადასტურდა. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა,
აჭარა – 18,
იმერეთი – 44,
ქვემო ქართლი – 13,
შიდა ქართლი – 19,
გურია – 21,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 32,
კახეთი – 26,
მცხეთა-მთიანეთი – 6,
სამცხე-ჯავახეთი -12,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 323, საიდანაც 3 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 623, აჭარაში – 226, იმერეთში – 611.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 706 პირი, მათ შორის, თბილისში – 317, აჭარაში – 55, იმერეთში – 171. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში- 1, იმერეთში – 25. 402 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 203 – თბილისში, 131 – აჭარაში, 20 – იმერეთში. 3 698 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 515 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 205, აჭარაში – 107, ხოლო იმერეთში – 9.
სულ 6 ოქტომბრიდან – 24 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 871 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 709 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 364 პირი, აჭარაში – 1 125, იმერეთში – 1 846.


