საქართველოში 6 საათის ინტერვალით 2 მიწისძვრა მოხდა
25/01/2021 05:58:53 საზოგადოება
საქართველოში გამთენიისას - 04:12 საათზე მოხდა 3.3 მაგნიტუდის მიწისძვრა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი 8 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა თბილისიდან 59 კილომეტრში, თიანეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ ლუთხუბთან.
დაახლოებით ექვსი საათით ადრე, 12 კილომეტრის სიღრმეზე 3.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა თბილისიდან 57კილომეტრში, წალკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფელ მამიშლართან.


