Accentnews.ge
რუსეთის ხელისუფლება დასავლეთსაქციების წახალისებაში ადანაშაულებს

რუსეთის ხელისუფლება დასავლეთსაქციების წახალისებაში ადანაშაულებს

25/01/2021 05:56:47 მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლება ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნებს საპროტესტო აქციების წახალისებაში და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების კრიტიკა დასავლური ფსევდოდემოკრატიისა და ფსევდოლიბერალიზმის ღრმა კრიზისის შედეგია.

ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 25 იანვარს საპასუხო ზომებზე იმსჯელებენ. ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობები რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. ევროკავშირს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდაც. რუსი მომიტინგეების დაკავებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა „ავტორიტარიზმისკენ სვლა“ უწოდა და რუსეთს წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა.

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, რუსეთის 100-მდე ქალაქში აქციები გაიმართა. რუსმა სამართალდამცველებმა 3 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S