ესპანელ გენერალს კორონავირუსის ვაქცინის გამო თანამდებობის დატოვება მოუწია
24/01/2021 20:01:10 მსოფლიო
ესპანეთის სამხედრო ძალების გენერალს, ესპანეთის თავდაცვის შტაბის უფროსს მიგელ ანხელ ვილაროიას კორუფციაში დადანაშაულების შემდეგ თანამდებობის დატოვება მოუწია.

საქმე კორონავირუსის ვაქცინას ეხება: ირკვევა, რომ აცრა მან ურიგოდ გაიკეთა, რამაც მოქალაქეები აღაშფოთა.
ვილაროიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
"გენერალს არასდროს უსარგებლია უსამართლო პროვილეგიებით, რაც დააზიანებდა შეიარაღებული ჯარების იმიჯს და ეჭვქვეშ დააყენებდა გენერლის ღირსებას". - ნათქვამია განცხადებაში. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ მიგელ ანხელ ვილაროიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მას სწორად მიაჩნდა, თუმცა, შეიარაღებული ძალების იმიჯი დააზიანა.
გენერალი მედიასთან ჯერჯერობით არ გამოჩენილა.


