Accentnews.ge
გამყრელიძის პროგნოზით, გარკვეული რეგულაცებით ცხოვრება ერთი წელი მოგვიწევს

გამყრელიძის პროგნოზით, გარკვეული რეგულაცებით ცხოვრება ერთი წელი მოგვიწევს

24/01/2021 18:30:21 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენრტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის პროგნოზით, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში მოგვიწევს გარკვეული რეგულაცებით ცხოვრება.

"ვირუსი დაახლოებით, ერთ წელიწადში დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს და ის იქცევა ალბათ, როგორც სეზონურ ვირუსად, აი მაგალითად, როგორიც გრიპია და უფრო სუსტ ვირუსად. ვაქცინაცია, ალბათ, დაგვჭირდება, ვფიქრობ სეზონური. თუ წელს მოსახლეობის 60-70% აიცრა, დიდი ალბათობით, ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებას თანდათან უნდა დავუბრუნდეთ....

ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით - ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე",– განაცხადა ამირან გამყრელიძემ "პალიტრას" გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი".

ამავე ეთერში მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში მარტიდან დაიწყება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კოვაქს ვაქცინის 1 400 000 დოზა საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 20%-სთვისაა გათვლილი.

"ეს პირველ კვარტალში უნდა დაიწყოს. კოვაქსს აქვს პასუხისმგებლობა, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს უნდა მოგაწოდოს. ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ. ახლა 29-ში ველოდებით გადაწყვეტილებას ისევ კოვაქსიდან, რომ პირველი ლიმიტირებული პარტია, ოღონდ არა ასტრაზენეკასი, არამედ ვთქვათ ფაიზერის სამედიცინო პერსონალის გარკვეული ჯგუფებისთვის მოგვაწოდონ", - განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S