Accentnews.ge
FBI-იმ 33 დაკარგული ბავშვი იპოვა

FBI-იმ 33 დაკარგული ბავშვი იპოვა

24/01/2021 08:28:37 მსოფლიო

FBI-ს თანამშრომლებმა უგზო-უკვლოდ დაკარგული 33 ბავშვი იპოვეს. ამგვარად, წარმატებით დასრულდა ოპერაცია – “დაკარგული ანგელოზები”.

გაირკვა, რომ რამდენიმე მათგანის სექსუალური ექსპლუატაცია ხორციელდებოდა.

თავად გამოძიება გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 11 იანვარს დაიწყო, როდესაც ტრეფიკინგის ბრალდებით პირი დააკავეს და მასშტაბური ძიებაც რამდენიმე მიმართლებით დაიწყო. პროცესში სხვადასხვა უწყებები იყვნენ ჩართული.

სამართალდამცველებ მა გაარკვიეს, რომ ერთ–ერთი ბავშვი მშობლებმა მოიტაცეს, რომელთაც მშობლობის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ. კიდევ ორი ბავშვი კი იპოვნეს ადგილზე, სადაც მათი სექსუალრი ექსპლუატაცია ხდებოდა.

როგორც ფედეარლურ ბიუროში აცხადებენ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოზარდები ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან ისე, რომ ამას თავად ვერ აცნობიერებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S