Accentnews.ge
როდის აიცრებიან პირები, რომელთაც კორონავირუსი გადაიტანეს

როდის აიცრებიან პირები, რომელთაც კორონავირუსი გადაიტანეს

24/01/2021 08:15:40 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის თქმით, მსოფლიოში კოვიდ–გადატანილი მოქალაქეების COVID–19–ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომებია, მაგრამ ვინაიდან არ ვართ დარწმუნებულები რამდენად მყარია მათი იმუნიტეტი, აიცრებიან – ვაქცინა უფრო მყარ იმუნიტეტს შექმნის.

თუმცა, ცერცვაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ასეთი მოქალაქეები ასაცრელთა მოწინავე რიგებში არ იქნებიან.

„პირველ ორ დოზას რომ ველოდებით, მაშინ არ აიცრებიან. აიცრებიან მაშინ, როდესაც მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ“,– განაცხადა ცერცვაძემ „ტვ იმედის“ ეთერში.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%–მდე აცრა იგეგმება.

ცნობისთვის: როგორც დაანონსდა, მოქალაქეები რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს არ განეკუთვნებიან, კორონავირუსის წინააღმდეგ დაახლოებით, შემოდგომაზე აიცრებიან.

ამ ეტაპზე ვაქცინის პირველი დოზების შემტანა თებერვლისთვისაა დაანონსებული. უპირველესად აიცრება სამედიცინო პერსონალი და მოხუცთა თავშესაფრის ბინადები. შემდეგ – 75 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 253518 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 242085 პირი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S