ბინაზე 4 637 კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობს
24/01/2021 07:24:15 საზოგადოება
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში გამოვლინდა. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა,
აჭარა – 30,
იმერეთი – 80,
ქვემო ქართლი – 21,
შიდა ქართლი – 32,
გურია – 14,
სამეგრელო და ზემო სვანეთი – 31,
კახეთი – 34,
მცხეთა-მთიანეთი – 5,
სამცხე-ჯავახეთი -14,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 352, საიდანაც, 3 272 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 638, აჭარაში – 242, იმერეთში – 640. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 697 პირი, მათ შორის, თბილისში – 309, აჭარაში – 49, იმერეთში – 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში – 144, აჭარაში – 2, იმერეთში – 24. 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 210 – თბილისში, 153 – აჭარაში, 23 – იმერეთში.
4 637 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 511 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 180, აჭარაში – 128, ხოლო იმერეთში – ცხრა.
სულ 6 ოქტომბრიდან – 23 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 837 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 443 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 453 პირი, აჭარაში – 1 218, იმერეთში – 2 086.


