Accentnews.ge
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პუტინს ნავალნის გათავისუფლება მოსთხოვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პუტინს ნავალნის გათავისუფლება მოსთხოვა

22/01/2021 14:45:30 მსოფლიო

ევროპულო საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, სატელეფონო საუბრის დროს მოუწოდა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, გაათავისუფლოს. მიშელმა მას ნავალნის მოწამლვის გამოძიებაც მოსთხოვა.

“პრეზიდენტ პუტინთან დღეს გამართულ სატელეფონო საუბარში მე გავიმეორე, რომ ევროკავშირი ერთიანად გმობს ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას და მის დაუყივნებლივ გათავისუფლებას მოითხივს”. - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ის წერს, რომ “რუსეთმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სრული და გამჭვირვალე გამოძიება მისი მკვლელობის მცდელობის შესახებ”.

ევროკავშირის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიშელმა პუტინს ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ევროკავშირში არსებულ შეშფოთებაზე უამბო. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუს მაღალჩინოსნებზე დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ 25 იანვარს იმსჯელებენ. 21 იანვარს ევროპარლამენტმა რუსი ოპოზიციონერის - ალექსეი ნავალნის, დაპატიმრებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S