Accentnews.ge
მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს [ფოტო]

მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს [ფოტო]

22/01/2021 13:49:21 საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

"112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, იწვოდა საცხოვრებელი ნივთები დაახლოებით 10 კვ/მ ფართობზე.

მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი ბინიდან გამოიყვანეს ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი" - აცხადებს საგანგებო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S