Accentnews.ge
ნავალნის მხარდამჭერებს რუსეთის მასშტაბით აკავებენ

ნავალნის მხარდამჭერებს რუსეთის მასშტაბით აკავებენ

22/01/2021 12:47:21 მსოფლიო

რუსეთში 23 იანვრისათვის დაანონსებული საპროტესტო აქციის წინ, რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განაგრძობს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების დაკავებას.

დაკავებების სერია მოსკოვში 21 იანვარრიდან დაიწყო, რდესაც ნავალნის თანამებრძოლები დააკავეს.

როგორც იუწყებიან, 22 იანვარს სანკტ-პეტერბურგში, ნოვოსიბირსკში, ვლადივოსტოკში, ტიუმენში, უფასა და სხვა ქალაქებში დააკავეს მოქალაქეები. ათობით აქტივისტს ბრალად უყენებენ 23 იანვრის არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობის თაობაზე მოწოდებას ედავებიან. ნაწილ მათგანს სამდღიანი პატიმრობა განუსაზღვრეს, ნაწილის ადგილსამყოფელი კი უცნობია.

ალექსეი ნავალნის მომხრეებს 23 იანვარს განზრახული აქვთ საპროტესტო აქციების მოწყობა მთელი რუსეთის მასშტაბით.

მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარმა სამმართველომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქამია, რომ „უმალვე აღკვეთენ არასანქცირებული საჯარო თავყრილობის გამართვის მცდელობას და ნებისმიერი სახის პროვოკაციას აქციის მონაწილეების მხრიდან“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S