რა შედეგები აჩვენა კორონავირუსზე ტაქსის მძღოლების, სასულიერო პირების და მოვაჭრეების ტესტირებამ
22/01/2021 11:39:59 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გამოკვლეული 4 231 რელიგიური მსახურიდან კორონავირუსი 62-ს დაუდასტურდა.
ამდენად, 3 ახალი ტიპის ჯგუფიდან, რომლებიც კორონავირუსის ტესტირების პროცესში ჩაერთვნენ ყველაზე მეტი დადებითობის მაჩვენებლით სწორედ რელიგიურ მსახურთა ჯგუფი ლიდერობს. საუბარია 1.5%-ზე.
გამყრელიძის თქმით, შემდეგ სიაში მოდიან ბაზრობებზე დასაქმებულები - 1%-იანი მაჩვენებლით. გამოკვლეულია 5 035 მოვაჭრე.
რაც შეეხება გამოკვლეულ ტაქსის მძღოლებს, მათი მაჩვენებელი შედარებით დაბალია. კერძოდ, 9 222 პირიდან ინფიცირებულია 67.


