10 ათასზე მეტი კოვიდ–ინფიცირებულიდან კლინიკებში 3 367 პაციენტია მოთავსებული
22/01/2021 06:55:06 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში გამოვლინდა. კერძოდ, კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა,
აჭარა - 52, იმერეთი - 107,
ქვემო ქართლი - 44,
შიდა ქართლი - 51,
გურია - 12,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73,
კახეთი - 47,
მცხეთა-მთიანეთი - 18,
სამცხე-ჯავახეთი -24,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 189, მათგან 3 367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 663, აჭარაში - 251, იმერეთში - 667.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 185.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 3, იმერეთში - 26.
479 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 227 - თბილისში, 175 - აჭარაში, 22 - იმერეთში.
6 343 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 523 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 204, აჭარაში - 115, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 21 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 743 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 231 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 602 პირი, აჭარაში - 1 501, იმერეთში - 2 108.


