რუსეთში ბავშვები სკოლაში ტერაქტის მზადების ბრალდებით დააკავეს
21/01/2021 09:54:47 მსოფლიო
პოდმოსკოვიეში ორი მოზარდი დააკავეს, რომლებიც სკოლაში ტერაქტს გეგმავდნენ,– იუწყება РИА Новости.
როგორც მედიასაშუალება წერს, ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემამ ძალოვანი უწყებიდან წყაროსგან მიიღო.
როგორც გამოცემას წყარო უყვება, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მოზარდები ტერაქტს ლუბერეცის რაიონის ერთ–ერთ სკოლაში გეგმავდნენ.
ამ დროისთვის მათთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმესთან სხვა ბავშვების კავშირი არ დასტურდება.


