Accentnews.ge
აშშ-ის ისტორიაში პირველად, ეროვნულ დაზვერვას ქალი უხელმძღვანელებს

აშშ-ის ისტორიაში პირველად, ეროვნულ დაზვერვას ქალი უხელმძღვანელებს

21/01/2021 09:20:05 მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ევრილ ჰეინსი დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 84-მა სენატორმა. 10 წინააღმდეგი იყო.

ევრილ ჰეინსის კანდიდატურა ჯო ბაიდენმა წარადგინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე.

2013-2015 წლებში ჰეინსი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო, შემდეგ კი პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

51 წლის ევრილ ჰეინსი პირველი ქალია, რომელიც აშშ-ის ეროვნულ დაზვერვას უხელმძღვანელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S