"პაციენტები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ახალი შტამით დაინფიცრებისგან დაცულები არ არიან" - სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები
21/01/2021 06:16:27 მსოფლიო
კოვიდგადატანილი პაციენტები ახალი შტამით დაინფიცრებისგან დაცულები არ არიან,- ამ დასკვნამდე მივიდნენ სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები.
მათი ინფორმაციით, ქვეყანაში აღმოჩენილი ვირუსის ახალი ვარიანტი კოვიდგადატანილი პაციენტების სისხლის პლაზმაში არსებული ანტისხეულების მიმართ რეზისტენტულია.
სამხრეთ აფრიკელი მეცნიერების კვლევის თანახმად, მუტაციური ვირუსით მეორედ დაინფიცირების დიდი ალბათობა არსებობს და შესაძლოა დამტკიცებული ვაქცინები მათთან მიმართებაში ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 97 მილიონს აჭარბებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინის მიწოდებაზე აქტიურად მუშაობენ და პანიკის საფუძველი არ არსებობს.


