ჯო ბაიდენი თეთრ სახლში მივიდა
20/01/2021 21:53:16 მსოფლიო
ჯო და ჯილ ბაიდენები უკვე თეთრ სახლში იმყოფებიან. პრეზიდენტსა და პირველ ლედის რეზიდენციის შესასვლელთან სამხედროები დახვდნენ.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჯო ბაიდენი თეთრ სახლში პირველად სწორედ დღეს შევიდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ის დონალდ ტრამპს თეთრ სახლში არ მიუწვევია.
საკუთარი კაბინეტი უკვე დაიკავა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმაც.
თეთრ სახლში შესვლამდე ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა, ყოფილ პრეზიდენტებთან – ბილ კლინტონთან, ჯორჯ ბუშსა და ბარაკ ობამასთან ერთად, არლინგტონის სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივის მიაგეს.


