Accentnews.ge
მოსკოვში ციხეებში პატიმრების მონახულება და ამანათების შეგზავნა აიკრძალა

მოსკოვში ციხეებში პატიმრების მონახულება და ამანათების შეგზავნა აიკრძალა

20/01/2021 20:06:30 მსოფლიო

მოსკოვის ციხეებში პატიმრების მონახულება და მათთვის ამანათების შეგზავნა აიკრძალა.

მოსკოვის სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებით, შეზღუდვა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა, იმის მიუხედავად, რომ ინფიცირებულთა ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მონაცემი ბოლო კვირებში განახევრდა.

"დედაქალაქის ყველა საპატიმროში იკრძალება ამანათების შეგზავნა, გარდა წამლებისა და სამედიცინო საშუალებებისა" – ნათქვამია მოსკოვის სასჯელაღსრულების სამსახურის გავრცელებულ დოკუმენტში

უნდა აღინიშნოს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, 3 დღის წინ რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. მას 30–დღიანი პატიმრობა განესაზღვრა და საპატიმროში გადაიყვანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S