Accentnews.ge
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

20/01/2021 17:01:13 მსოფლიო

ვაშინგტონში საპრეზიდენტო ფიცი დადო აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ჰარისი პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია. ამავე დროს ის არის პირველი ფერადკანიანი და აზიელი ვიცე-პრეზიდენტი.

ცერემონიას, რომელზეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჯონ რობერტსმა ფიცი დაადებინა ბაიდენს, ესწრებოდნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები - ჯორჯ ბუში უმცროსი, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა.

ტრამპმა დღეს უკანასკნელად დატოვა თეთრი სახლი და გაემგზავრა თავის გოლფ-კლუბში ფლორიდაში.

ტრამპისგან განსხვავებით, ინაუგურაციის ცერემონიას ესწრება ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

მედიის ცნობით, ტრამპის მეუღლემ – მელანიამ მომავალ პირველ ლედის ჯილ ბაიდენს წერილი დაუტოვა, თუმცა, წერილის შინაარსი უცნობია.

როგორც მედია წერს, ჯო ბაიდენისთვის წერილი დატოვა დონალდ ტრამპმაც, რაც ერთგვარი ტრადიციაა თეთრ სახლში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S