Accentnews.ge
რუსი ბლოგერი, რომელმაც არხანგელსკის დანგრეული სახლები გადაიღო, მილიციაში დაიბარეს

რუსი ბლოგერი, რომელმაც არხანგელსკის დანგრეული სახლები გადაიღო, მილიციაში დაიბარეს

20/01/2021 13:55:03 მსოფლიო

რუსი ბლოგერი ილიუ ვარლამოვი არხანგელსკის მილიციის განყოფილებაში „ხელისუფლების უპატივცემულობის“ მოტვით დაიბარეს. ამის შესახებ ბლოგერის ინტერესებს დამცველი იუწყება.

ცნობილია, რომ ის განყოფილებაში 1 თებერვალს უნდა გამოცხადდეს.

უშუალოდ რა ჩაიდინა ბლოგერმა, ამ ეტაპზე უცნობია.

ბლოგერი არხანგელსკში 2020 წლის ნოემბრის დასაწყისში ჩავიდა. მან ასახა ვიდეოზე, თუ როგორ გამოიყურება ქალაქი, მისი რაიონი. ასევე შეხვდა არხანგელსკის ახალ მეთაურს – დიმიტრი მორევს.

ვიდეოს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას არხანგელსკის მკვიდრების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: ისინი განაწყენდნენ, რომ ბლოგერმა ასახა დანგრეული სახლები, ღობეები და უჩვენა დიდი ოდენობით რეკლამა.

მოგვიანებით ბლოგერმა არხანგელსკის მკვიდრებს ბოდიში მოუხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S