ტრამპმა 835-წლიანი სასჯელის მქონე ყოფილ ბიზნესმენს სასჯელი შეუმცირა
20/01/2021 13:39:19 მსოფლიო
დონალდ ტრამპმა აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის რანგში ხელი მოაწერა ბოლო შეწყალების აქტს, რითიც 73 ადამიანი შეიწყალა, 70-ს კი სასჯელი შეუმცირა. შეწყალებულებს შორის არიან მისი ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, რეპერი ლილ ვეინი და დეტროიტის ყოფილი მერი კვეიმ კლიმპატრიკი.
შეწყალებულთა შორის არიან ცნობილი ადამიანები - ყოფილი კანონმდებლები, აღმასრულებლები და პრეზიდენტის ოჯახისა თუ კონგრესის წევრებთან დაკავშირებული პირები.
შეწყალებულთა შორისაა ლილ ვეინის სახელით ცნობილი რეპერი დუეინ კარტერიc, ასევე "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი უმსხვილესი შემომწირველი ელიოტ ბროიდი, Google-ის ყოფილი აღმასრულებელი ენტონი ლევანდოვსკი, კომპანია InterMune-ის ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელი სკოტ ჰარკონენი, რესპუბლიკელი რიკ რენზი, კონსერვატორი პოლიტიკური აქტივისტი პოლ ერიქსონი და წარსულში ტრამპის სიძესა და უფროს მრჩეველ ჯარედ კუშნერთან დაახლოებული კენ კურსონი.
მათ შორის კი, ვისაც სასჯელი შეუმცირდა, Kodak Black-ის სახელით ცნობილ რეპერ ბილ კაპრისა და აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი 835 წლიანი სასჯელის მქონე ყოფილ ბიზნესმენსა და ფილანტროპისტ შოლამ ვეისს ვხვდებით.


