10 000-მდე კოვიდ–ინფიცირებულიდან 5 880 ბინაზე მკურნალობს
20/01/2021 07:04:35 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში დაფიქსირდა. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა,
აჭარა-33,
იმერეთი-61,
ქვემო ქართლი-31,
შიდა ქართლი-34,
გურია-12,
სამეგრელო - ზემო სვანეთი-32,
კახეთი-25,
მცხეთა-მთიანეთი-20,
სამცხე-ჯავახეთი-8,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 999, საიდანაც: 3 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 712, აჭარაში-258, იმერეთში-710.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი, მათ შორის, თბილისში - 340, აჭარაში-52, იმერეთში-179.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში-155, აჭარაში- 2, იმერეთში-25. 543 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243-თბილისში, 218-აჭარაში, 32-იმერეთში.
5 880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-232, აჭარაში-97, ხოლო იმერეთში-9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 19 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 466 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 504 ადამიანი, მათ შორის თბილისში-11 978 პირი, აჭარაში-1 626, იმერეთში-2 459.


