Accentnews.ge
საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, რეკორდულად დაბალი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, რეკორდულად დაბალი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა

20/01/2021 06:58:53 საზოგადოება

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 249 934-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 792 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 236 922-მდე.

კორონავირუსით გარდაიცვალა 14 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 987 პირი ემსხვერპლა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 122 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 425 PCR ტესტით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S