Accentnews.ge
„იაპონჩიკას“ მკვლელებს აფხაზეთში ეძებენ

„იაპონჩიკას“ მკვლელებს აფხაზეთში ეძებენ

20/01/2021 06:16:03 მსოფლიო

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დადგენილია „კანონიერი ქურდის“ ვიაჩესლავ ივანკოვის, მეტსახელად „იაპონჩიკას“ დაკვეთილი მკვლელობის შემსრულებელთა ვინაობა: ისინი არიან რუსეთის და „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ასტამურ ბუთბა და ნუგზარ პაპავა.

რუსული გამოძიების ვერსიით, 2009 წლის ივლისში, მოსკოვის ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსულ ივანკოვს სატვირთო ავტომანქანიდან ბუთბამ ესროლა, პაპავა კი მეორე ავტომობილში იმყოფებოდა და მკვლელის უკან დახევას უზრუნველყოფდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, „იაპონჩიკის“ მკვლელობის შემდეგ ასტამურ ბუთბა და ნუგზარ პაპავა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნდნენ და დღესაც იქ იმყოფებიან. მათ დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი და ასევე დაუსწრებლად შეეფარდათ პატიმრობა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ბრალდებულების რუსეთში ექსტრადიციის მიზნით.

გამოძიების ვერსიით, „იაპონჩიკის“ მკვლელობა „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“ ილია სიმონიამ დაუკვეთა, რომელსაც „კანონიერი ქურდის ტიტული“ წლების წინ ჩამოართვეს "კანონიერმა ქურდებმა" ვიაჩესლავ ივანკოვმა და ასლან უსოიანმა.

უსოიანი 2013 წელს მოკლეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S