Accentnews.ge
ფილიპ კირკოროვს ლიეტუვაში შესვლა აეკრძალა

ფილიპ კირკოროვს ლიეტუვაში შესვლა აეკრძალა

19/01/2021 18:27:02 მსოფლიო

ლიეტუვის ხელისუფლებამ ცნობილ რუს საესტრადო მომღერალ ფილიპ კირკოროვს ქვეყანაში შესვლა ხუთი წლით აუკრძალა.

იგი არასასურველ პირთა სიაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის მოთხოვნით შეიყვანეს, რომელიც მიიჩნევს, რომ მომღერლის მონაწილეობა ყირიმში გამართულ კონცერტებში „არსებით ზიანს აყენებს ლიეტუვის ეროვნულ უსაფრთხოებას“.

ლიეტუვაში კირკოროვის შესვლის აკრძალვა 19 იანვრიდან შედის ძალაში.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს მხედველობაში აქვს ის ფაქტი, რომ კირკოროვი, რომელიც ერთდროულად ორი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციისა და ბულგარეთის მოქალაქეა, „ანექსირებულ ყირიმში ხშირი მოგზაურობით შეგნებულად უარყოფდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ამგვარად, უკანონოდ ამართლებდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S