Accentnews.ge
მუტირებული კორონავირუსის გავრცელების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა

მუტირებული კორონავირუსის გავრცელების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა

19/01/2021 13:27:10 მსოფლიო

დღეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელსაც COVID-19-ის ბრიტანულ ვარიანტს უწოდებენ, ბელგიის დედაქალაქში დაფიქსირდა. კრიზისის ცენტრის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე ასეული ნიმუშიდან, რომელიც გამოკვლევის მიზნით ლუვენის უნივერსიტეტში შევიდა, 10 შემთხვევაში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ბრიუსელში COVID-19-ის ახალი შტამით ინფიცირებულებს მოგზაურობის ისტორია აქვთ და ბელგიაში მატარებლით ჩავიდნენ. კრიზისის ცენტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არის და ახალი შტამის გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელი იყო.

ბელგიაში ვაქცინაციის მეორე ფაზა გუშინ დაიწყო. 65 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებს COVID-19-ზე მარტიდან აცრიან და სექტემბრისთვის მოსახლეობის 70%-ის იმუნიზაცია დასრულდება. ბელგიას მესამე ქვეყნებისთვის საზღვარი დაკეტილი აქვს. ქვეყანაში მოქმედებს სავალდებულო კარანტინი ევროკავშირის წითელი ზონიდან შესულ პირებზე და ასევე სავალდებულოა კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის წარდგენა.

კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები შტამი B.1.1.7 დიდ ბრიტანეთში სექტემბერში აღმოაჩინეს, დეკემბერში კი ის ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა.

7 იანვარს ჯანმოში განაცხადეს, რომ ახალი შტამი ევროპის 41 ქვეყანაში გამოვლინდა. 4 იანვარს B.1.1.7-ის პირველი შემთხვევა საქართველოში დაფიქსირდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S