Accentnews.ge
BBC-მ სათაურის გამო ბოდიში მოიხადა

BBC-მ სათაურის გამო ბოდიში მოიხადა

19/01/2021 13:08:27 მსოფლიო

გავლენიანმა ბრიტანულმა მედიასაშუალებამ BBC-მ ფილ სპექტორის გარდაცვალების ამბავზე გამოქვეყნებული სათაურის გამო ბოდიში მოიხადა.

"ნიჭიერი, მაგრამ ნაკლიანი პროდიუსერი ფილ სპექტორი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა" – ამგვარი იყო მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული სპექტორის ნეკროლოგის სათაურის თავდაპირველი ვერსია, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, მიიჩნიეს, რა რომ სათაურმა მუსიკოსი "ზედმეტად პოზიტიურად" წარმოაჩინა.

მედიასაშუალებამ მალევე შეცვალა ჰედლაინი: "პოპის პროდიუსერი, რომელიც ციხეში მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა".

მოგვიანებით გამოცემამ ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ "სათაური არ შეესაბამებოდა რედაქციის მაღალ სტანდარტებს".

2003 წელს სპექტორმა 40 წლის მსახიობი ლანა კლარკსონი ცეცლსასროლი იარაღით მოკლა, თუმცა თავად აქტს უნიებლიე თვითმკვლელობა უწოდა. სასამართლო პროცესები 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ მას 19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

2020 წლის დეკემბერს მას კორონავირუსი დაუდასტურდა და გართულებებისგან გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S