რუსეთში პოლიციელს, რომელიც ნავალნის მოწამლვის საქმეზე ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მუიწოდებაშია ეჭვმიტანილი, საქმე აღუძრეს
19/01/2021 12:47:41 მსოფლიო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით სამარის პოლიციის თანამშრომლის წინაღმდეგ, რომელიც ეჭვმიტანილია ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის გამოძიებით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის გარკვეული მონაცემების გადაცემაში.
ვრაუდობენ, რომ პოლიციელი ამოწმებდა რუსეთის იმ მოქალაქეების გადაადგილებას, რომლებსაც საერთაშორისო გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის ანგარიში უწოდებს გამოძიების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თანამშრომლებს, რომლებიც ალექსეი ნავალნიზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.
Bellingcat-ისა და რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ერთობლივად ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მტკიცებულებები, რომლებიც, ორგანიზაციების თქმით, ცხადყოფს, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ეფესბემ) მოწამლა.
„ტელეკომუნიკაციებისა და მოგზაურობის ბევრი მონაცემის“ შესწავლით, გამოძიება, რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის საგამოძიებო ვებსაიტი Insider-ი და ასევე ჩართული იყვნენ Der Spiegel-ი და CNN-ი, აჩვენებს, რომ 2020 წლის აგვისტოში ციმბირის ქალაქ ტომსკში ნავალნის მოწამვლის აქტი სულ მცირე 2017 წლის დასაწყისიდან იგეგმებოდა.
გერმანიაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ალექსეი ნავალნი 17 იანვარს დაბრუნდა რუსეთში, სადაც იგი იმავე ღამეს დააკავეს რუსეთის ფედერალურ პენიტენციური სამსახურის სარჩელის საფუძველზე. 18 იანვრის გადაწყვეტილებით კრემლის კრიტიკოს პოლიტიკოსს 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.


