Accentnews.ge
კრემლში ნავალნის და დასავლელ ლიდერებს პასუხობენ

კრემლში ნავალნის და დასავლელ ლიდერებს პასუხობენ

19/01/2021 11:04:51 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სეკრეტარმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთში დაბრუნების შემდეგ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.

ჟურნალისტებმა მას სთხოვეს კომენტარის გაკეთება ნავალნის სიტყვებზე, რომ პუტინს მისი ეშინია, რასაც პესკოვმა „სრული სისულელე უწოდა“:

„საუბარია რუსეთის მოქალაქეზე, რომლის მიმართაც პრეტენზიებია კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე, რასაც რუსეთის პრეზიდენტთან არანაირი შეხება არ აქვს. არ არის საჭირო აქ პრეზიდენტთან რაიმე სახის ასოცირება. მტკიცება იმისა, რომ ვინმეს ვინმესი ეშინია, აბსოლუტური აბსურდია“.

კითხვაზე, მიადევნებს თუ არა პუტინი თვალს ნავალნის საქმეს და მისი უფლებების დაცვას, პესკოვმა უპასუხა:

„ეს არ არის ის საქმე, რომელიც პრეზიდენტისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ყველა მოქალაქის უფლებები გარანტირებულია რუსეთის ფედერაციის კანონით და ასევე იქნება ამ შემთხვევაშიც. არ ვაპირებთ, ამ შემთხვევაში საერთაშორისო აზრი გავითვალისწინოთ“.

მან ნავალნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „შიდა საქმე“ უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთში ისმენენ უცხო ქვეყნების მოწოდებებს, გაათავისუფლონ ნავალნი, თუმცა გათვალისწინებას არ აპირებენ.

„ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ, ამ განცხადებების მხედველობაში მიღებას. საუბარია რუსეთის მოქალაქის მიერ რუსეთის კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე. ეს აბსოლუტურად შიდა საქმეა და არავის მივცემთ მასში ჩარევის უსფლებას და არ ვაპირებთ მსგავსი განცხადებების მხედველობაში მიღებას“.

ამასთან, პესკოვმა „საგანგაშო“ უწოდა ნავალნის მიერ საზოგადოებისადმი მოწოდებას, გავიდნენ ქუჩებში და აღნიშნა, რომ ეს მოწოდება შესაძლოა, გაანალიზდეს, როგორც მაგალითად, რაღაც „არაკანონიერი ქმედებისადმი მოწოდება“. თუმცა, პესკოვმა იქვე დასძინა, რომ „კრემლს მასობრივი პროტესტების არ ეშინია“.

შეგახსენებთ, რომ ხუთთვიანი მკურნალობის შემდეგ ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს. მას 30–დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. დასავლელი ლიდერები ნავალნის სინდისის პატიმარს უწოდებენ და ვლადიმირ პუტინისგან მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S