Accentnews.ge
გერმანია კორონავირუსის ახალი მუტაციის გამო საკარანტინო ზომების გამკაცრებას გეგმავს

გერმანია კორონავირუსის ახალი მუტაციის გამო საკარანტინო ზომების გამკაცრებას გეგმავს

19/01/2021 10:04:47 მსოფლიო

19 იანვარს გერმანია ნაწილობრივ ლოკდაუნს გაამკაცრებს. გადაწყვეტილება დაკავშირებულია მზარდ შიშთან, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც გერმანიაში გამოვლინდა, უფრო გადამდებია. ამასობაში ქვეყანაში განაგრძობენ ვაქცინაციის პროგრამების განხორციელებას.

გერმანიის მედიის ცნობით, ქვეყანაში შეინიშნება დაავადებულთა რიცხვის კლების ტენდენცია, რაც სარეანიმაციო პალატებში ადგილების გამოთავისუფლების შესაძლებლობას ქმნის.

ბავარიის სამხრეთში მდებარე ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენის საავადმყოფოში კორონავირუსის ინფექცია გამოუვლინდა 73 პაციენტს და სამედიცინო პერსონალს. სამმა ანალიზმა აჩვენა, რომ საქმე გვაქვს მუტირებულ კორონავირუსთან. როგორც იტყობინებიან, ესაა კორონავირუსის ახალი, აქამდე უცნობი მუტაცია. ვირუსის თვისებები ჯერჯერობით უცნობია.

პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 12 ათასი მუტაცია გამოვლინდა. ყველაზე უფრო ცნობილი გახდა ე.წ. ბრიტანული მუტაცია, რომელმაც ყველაზე მეტი შეშფოთება გამოიწვია. სპეციალისტების აზრით, კორონავირუსის ბრიტანული ნაირსახეობა დაახლოებით 40%-ით ზრდის ინფიცირების ალბათობას ამ დაავადების ყველაზე გავრცელებულ ფორმასთან შედარებით. თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი ბრიტანული მუტაციისგან მომდინარე რაიმე გაზრდილი საფრთხის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S